მაისი 18, 2024
TECHNOVATION GIRLS SAKARTVELO 2024
18-19 მაისს, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებითა და TBC - თიბისი ბანკის მხარდაჭერით, TECHNOVATION GIRLS SAKARTVELO 2024-ის ფინალური ეტაპი გაიმართა.
გამარჯვებული გუნდები ორ კატეგორიაში (ჯუნიორები/სენიორები) გამოვლინდნენ.
ჯუნიორ კატეგორიის გამარჯვებულები გახდნენ:
გუნდი - “Easy Care“ - აჭარა
შექმნეს მოწყობილობა შინაური ცხოველებისა და მათი მფლობელებისთვის. მასში თავსდება ცხოველების საკვები და იგი დაკავშირებულია და კონტროლდება მობილური აპლიკაციით - "Easy care", რაც, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ცხოველების გამოკვებას და გასცემს მათ მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებს.
გუნდი - “Visionairy Girls“ - თბილისი
შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას მოხალისეობრივ, სოციალურ-კულტუტულ აქტივობებში. აპლიკაცია "Volunify" ერთ სივრცეში აერთიანებს ინფორმაციას პროექტის, მისი ორგანიზატორებისა და პოტენციური მონაწილეების შესახებ.
გუნდი - “Hypotenuse 5“ - თბილისი
შექმნეს აპლიკაცია "Gamige”, რომელიც ემსახურება ბავშვებში მეტყველების სირთულეების დაძლევას სახალისო აქტივობებით და მიზნად ისახავს, გაუადვილოს მათ მეტყველების უნარის გაუმჯობესება და კომუნიკაციის უნარები.
გუნდები კონკურსის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ასპარეზობას აშშ-ში გააგრძელებენ, სადაც მათ საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.
პროექტი TECHNOVATION GIRLS SAKARTVELO ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია Techdroს მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, წარმატებით ხორციელდება.
პროექტის მთავარი მხარდამჭერია TBC - თიბისი, რომლისთვისაც ახალი თაობის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ტექნოლოგიების სწავლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
პროექტის პარტნიორები: Quantori, Teachers Lab / მასწავლებლების ლაბორატორია, Idea Design Group, GITA • Tech Park, საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia