Flag 0Flag 1
logo

თებერვალი 07, 2024

Technovation Girls 2024

Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დასრულდა. წლიდან წლამდე იმატებს პროექტში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი. წელს, საქართველოს ყველა რეგიონიდან 13-დან 18 წლამდე ასაკის 730-ზე მეტი გოგონა და 250 მენტორი დარეგისტრირდა.

Technovation Girls საერთაშორისო კონკურსია, მასში საქართველო წელს უკვე მეორედ მონაწილეობს.

პროექტი 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. გოგონები ისწავლიან პროგრამირებას და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებას და იმუშავებენ ინოვაციურ იდეებზე,

პროექტის მხარდამჭერია TBC - თიბისი, რომლისთვისაც ახალი თაობის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ტექნოლოგიების სწავლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

პროექტის პარტნიორები არიან: ტექდრო , GITA • Tech Park, Teachers Lab / მასწავლებლების ლაბორატორია, Idea Design Group , საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia .

 გაიგე მეტი 𝗧𝗲𝗰𝗵𝗻𝗼𝘃𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 𝗚𝗶𝗿𝗹𝘀 𝟮𝟬𝟮𝟯-ის შესახებ: https://www.marketer.ge/technovation-girls-sakartvelo-2024/

საინფორმაციო ტექნოლოგიები

/