ალტე უნივერსიტეტის კვლევების ხელშეწყობისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებული საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია 2025 - „ინოვაციები, საზოგადოება და მომავალი” წარმატებით დასრულდა!
ინტერდისციპლინარული და მულტიდისციპლინარული ხასიათის კონფერენციაზე - Innovation, Society & Future (ISF) - ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, წარედგინათ საკუთარი კვლევითი ნაშრომები და ინოვაციური პროექტები ფართო (ადგილობრივ და საერთაშორისო) აუდიტორიის წინაშე.
კონფერენცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა და შესაბამისად, პრეზენტაციები ოთხი პარალელური სესიად მიმდინარეობდა : IT და ბიზნესი, სამართალი, ფსიქოლოგია და მედიცინა. მომხსენებლებმა თავიანთი ნაშრომები ჟიურის წინაშე 15 წუთიანი პრეზენტაციის სახით წარადგინეს.
თითოეული მიმართულების ფარგლებში გამოვლინდა 3 გამარჯვებული. პირველ ადგილზე გასული მომხსენებლები ალტე უნივერსიტეტისგან ფულადი პრიზით - 1000 ლარით დასაჩუქრდნენ.
კონფერენციაში მონაწილე ყველა მომხსენებელს სერტიფიკატი გადაეცა.