ალტე უნივერსიტეტის სტუდენტური გამოცდილების მართვის დეპარტამენტისა და სტუდენტთა კეთილდღეობისა და წარმატების მენტორის, სოფო კოშაძის ორგანიზებით, ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები ფსიქოთერაპიის სახლს „კამარა“ ესტუმრნენ.
სტუდენტებს პრაქტიკოსმა ფსიქოთერაპევტმა, არტთერაპევტმა და EMDR თერაპევტმა, მერი გელაშვილმა უმასპინძლა და მათ საკუთარი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ფსიქოთერაპიული სამუშაო გარემო და ახლოს გაეცნენ მუშაობის სპეციფიკას. განიხილეს პროფესიული გამოწვევები, მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განვითარების გზებზე და მონაწილეობა მიიღეს ანონიმური ქეისის ანალიზში, რაც თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოცდის საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა.
მსგავსი პროექტები სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რადგან მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ ეხმარება პროფესიული უნარების განვითარებასა და სამომავლო კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაში.


