Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ივლისი 17, 2026

Student Research Hub-ის შემაჯამებელი პოსტერ-ღონისძიება

ალტე უნივერსიტეტში Student Research Hub-ის შემაჯამებელი პოსტერ-ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიებაზე მედიცინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმა რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული მცირე მასშტაბის კვლევითი პროექტების შედეგები და ძირითადი მიგნებები წარადგინეს.


შეხვედრას ესწრებოდნენ ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევების მიმართულებით - ირმა გრძელიძე, კვლევების ხელშეწყობისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი - ლანა დავითულიანი, მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი - გიორგი გაბისონია, მენტორები - მაგდა გერანტია და ნინი გამტკიცულაშვილი, აგრეთვე აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.


Student Research Hub ალტე უნივერსიტეტის ახალი ინიციატივაა, რომელიც 2025-2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში შეიქმნა. ჰაბის მიზანია სტუდენტებში კვლევითი კულტურის გაძლიერება, პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა და მენტორების მხარდაჭერით შესაბამისი უნარების განვითარება.


მომავალი აკადემიური წლიდან Student Research Hub ალტე უნივერსიტეტის ოთხივე სკოლაში დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს კიდევ უფრო მეტ სტუდენტსა და აკადემიურ პერსონალს მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო საქმიანობაში და ერთობლივად განახორციელონ ახალი პროექტები.


ალტე უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ მონაწილეს პროგრამის პირველი ციკლის წარმატებით დასრულებას და უსურვებს წარმატებებს მათ მომავალ კვლევით საქმიანობაში!

student-research-hub-is-shemajamebeli-poster-ghonisdziebastudent-research-hub-is-shemajamebeli-poster-ghonisdzieba