Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

სექტემბერი 18, 2025

სტენფორდის პროფესორი და ანტრეპრენერი ბრეტ ვოტერსი ალტე უნივერსიტეტს ეწვია

ლტე უნივერსიტეტს სტენფორდის პროფესორი და ანტრეპრენერი, ბრეტ ვოტერსი ეწვია. შეხვედრას ესწრებოდნენ ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანები, პროფესორები და ლექტორები.

 

შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა კამპუს ტური, სადაც სტუმარს ჰქონდა შესაძლებლობა, დაეთვალიერებინა უნივერსიტეტის თანამედროვე და ინოვაციური სივრცეები, მათ შორის, ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამაგიდო დისკუსიაც, რომლის მთავარი თემა იყო სამეწარმეო ეკოსისტემა და სტარტაპების განვითარება. პროფესორმა ბრეტმა ლექტორებსა და პროფესორებს გაუზიარა თავისი გამოცდილება სტარტაპების შექმნისა და განვითარების შესახებ. მან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეუძლია უნივერსიტეტს, მხარი დაუჭიროს ინოვაციურ იდეებს, ხელი შეუწყოს სტუდენტებში ანტრეპრენერული უნარების ჩამოყალიბებას, იდეების განვითარებასა და მათ რეალობად ქცევას.

 

დისკუსიის ძირითადი ფოკუსები:

  • აკადემიური წრეები და სტარტაპები;
  • ინკუბატორები;
  • ინდუსტრიული პარტნიორობა;
  • დაფინანსების ეკოსისტემა - ვენჩურული კაპიტალი, ანგელოზი ინვესტორები და კორპორატიული ვენჩურული კაპიტალი;
  • კორპორატიული და Start-up თანამშრომლობა;
  • ბაზარზე წვდომა და მასშტაბირება;
  • რისკი და მათი დაზღვევა;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ჩართულ მხარეებთნ თანამშრომლობა;.
  • გლობალური vs. ადგილობრივი ფოკუსი;
  • წარუმატებლობა როგორც გამოწვევა: fail fast to start over. 

     

შეხვედრაზე მხარეებმა დამატებით განიხილეს სამომავლო პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმატები, რაც გააძლიერებს ალტე უნივერსიტეტის როლს სამეწარმეო ეკოსისტემაში და შეუწყობს ხელს ცოდნის გავრცელებასა და სტუდენტური ინოვაციური ინიციატივების მხარდაჭერას.

 

სტენფორდის პროფესორი და ანტრეპრენერი ბრეტ ვოტერსი ალტე უნივერსიტეტს ეწვია