ალტე უნივერსიტეტში საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM სკოლის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ალტე უნივერსიტეტი STEM სკოლის მხარდამჭერია და პროექტის სხვა ღონისძიებებშიც აქტიურად არის ჩართული. ღონისძიების ფარგლებში 2024 წლის შემოდგომის სემესტრის მესამე მოდულის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივებას და ამ მიმართულებებში მათი უნარების განვითარებას.
აღნიშნული ინიციატივა 2023 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში უკვე 1000-ზე მეტ მოსწავლეს მიენიჭა სერტიფიკატი. ალტე უნივერსიტეტი მუდმივად უჭერს მხარს ისეთ პროექტებს, რომლებიც მოსწავლეებს სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს განათლებისა და ინოვაციების სამყაროში
ალტე უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ მონაწილეს და უსურვებს წარმატებებს მეცნიერებისა და ახალი აღმოჩენების გზაზე!
