STEM ოლიმპიადა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებითა და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ორგანიზებით, უკვე მეორედ ჩატარდა.
ალტე უნივერსიტეტი წელს პირველად გახდა აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი და თეორიულ ტურთან ერთად ფინალურ ღონისძიებასაც კამპუსში უმასპინძლა.
ფინალური ეტაპისთვის მოსამზადებლად მოსწავლეებს საკონსულტაციო შეხვედრები ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა და მათმა მენტორებმა ინტენსიური გადამზადების კურსი გაიარეს, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები უძღვებოდნენ.
ოლიმპიადა ორ პანელად გაიმართა:
- ფიზიკა-მათემატიკური სკოლების ლიგა, სადაც ერთმანეთს 3 სკოლა ეჯიბრებოდა;
ძირითადი ლიგა, რომელშიც თეორიული ტურის 10 გამარჯვებული გუნდი მონაწილეობდა.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
ფიზიკა-მათემატიკური სკოლების ლიგის გამარჯვებული:
ა. რაზმაძის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
ძირითადი ლიგის გამარჯვებული გუნდები:
- III ადგილი - გორის №9 საჯარო სკოლა
- II ადგილი - ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა
I ადგილი - თბილისის თავისუფალი სკოლა
გამარჯვებული გუნდები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ, ოლიმპიადის ყველა მონაწილეს კი გადაეცა სერტიფიკატი.

