Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ივნისი 10, 2026

STEM ოლიმპიადა 2026

ალტე უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია STEM ოლიმპიადის მხარდამჭერია და პროექტის ნახევარფინალურ და ფინალურ ეტაპებს საკუთარ კამპუსში მასპინძლობს.

 

ოლიმპიადის პირველი ტური ონლაინ ფორმატში ჩატარდა, სადაც 180 გუნდიდან 60 ნახევარფინალისტი შეირჩა. ფინალურ ეტაპზე კი ერთმანეთს 10 საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდა.

 

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ფიზიკა-მათემატიკური სკოლების ლიგა
  • ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

 

ძირითადი ლიგა:

  • თბილისის თავისუფალი სკოლა
  • ბრიტანულ-ქართული აკადემია
  • დამოუკიდებელი საერო სკოლა „შავნაბადა“

 

გამარჯვებული გუნდები ალტე უნივერსიტეტისგან სწავლის სრული დაფინანსებით დაჯილდოვდნენ. ასევე, მათ ღონისძიების ორგანიზატორებისგან ფულადი პრიზები გადაეცათ.

 

STEM ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებითა და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის და მისი ორგანიზატორები არიან საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა.

 

stem-olimpiada-2026stem-olimpiada-2026STEM ოლიმპიადა 2026