- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია, როგორც დამწყები, ასევე მოქმედი მეწარმეებისთვის, სტარტაპის დამფუძნებლებისთვის, ბიზნეს მენტორებისთვის და კონსულტანტებისთვის, ასევე ყველასთვის, ვინც ბიზნესის დაწყებას ფიქრობს და სჭირდება საფუძვლიანი ცოდნა ბიზნეს იდეის განსაზღვრის, სამართლებრივი ასპექტების და სტრატეგიული დაგეგმვის შესახებ.
- კურსის მიმოხილვა
კურსის მიზანია უზრუნველყოს მონაწილეებისთვის საბაზისო ცოდნის შეძენა და გაღრმავება იმ სამართლებრივ საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნესის დაწყებასთან და ფუნქციონირებასთან. მიღებული ცოდნა მათ სამართლებრივი რისკების იდენტიფიციებასა და პრევენციაში დაეხმარება.
- ტრენერი
ლაშა მდივანი - იურისტი, ადვოკატი, ალტე ინივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 12 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო: LLC@alte.edu.ge
