Flag 0Flag 1
logo

სტარტაპის საფუძვლები

  • ვისთვის არის ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია დამწყები მეწარმეებისთვის, სტარტაპერებისთვის ბიზნეს მენტორებისთვის და კონსულტანტებისთვის, ასევე, სხვა პირებისთვის, რომლებიც ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობენ და სჭირდებათ საფუძვლიანი ცოდნა ბიზნეს იდეის განსაზღვრის, სამართლებრივი ასპექტებისა და სტრატეგიული დაგეგმვის შესახებ.

  • კურსის მიმოხილვა

კურსის ამოცანაა დაინტერესებულმა პირებმა მოახდინონ ბიზნეს იდეის ეფექტური ვალიდაცია და მზად დახვდნენ სტარტაპისთვის დამახასიათებელ ყველა გამოწვევას. კურსზე შეძენილი ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ სხვადასხვა იდეების გაფილტვრას, ბიზნესის რეგისტრაციის ფორმების შერჩევას, სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბებას, ბრენდის მშენებლობას, რისკების შეფასებას და სხვა.

  • ტრენერი

ნათია ნინიკელაშვილი - ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სერტიფიცირებული PMP. იგი არის soplidan.ge-ს და საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციის ასოციაციის დამფუძნებელი, ასევე, აქვს პროექტ მენეჯერისა და უფროსი რისკების მენეჯერის პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. LinkedIn

  • კურსის ხანგრძლივობა

კურსი მოიცავს 14 საკონტაქტო საათს. 

 

*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი. 

 

საკონტაქტო: LLC@alte.edu.ge

სტარტაპის საფუძვლები