Flag 0Flag 1
logo

სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი და პირველადი დახმარება

  • ვისთვის არის ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს პრაქტიკული ცოდნა რეალური საფრთხის დროს სწორი რეაგირებისთვის.

  • კურსის მიმოხილვა

კურსი უზრუნველყოფს მონაწილეთა მომზადებას გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის დროს სწრაფი, ეფექტიანი და უსაფრთხო რეაგირებისთვის. კურსი დაფუძნებულია თანამედროვე პროტოკოლებზე და მოიცავს, როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს რეალური შემთხვევების სიმულაციით. მონაწილეები ისწავლიან სიცოცხლის გადარჩენის ძირითად ტექნიკებს და შეიძენენ უნარებს, რომლებიც ნებისმიერი კრიტიკული სიტუაციის დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს.

  • ტრენერი

თამარ დაუსი - საექთნო ასოციაცია “ნიუმენის” დამფუძნებელი, სამედიცინო კორპორაცია ,,Vian”-ის საექთნო განვითარების კოორდინატორი. აქვს 22 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეანიმაციული განყოფილების მედდის პოზიციაზე, ხოლო 12 წლიანი გამოცდილება ტრენინგების ჩატარების მიმართულებით. LinkedIn

 

ირინა წირქვაძე - შპს ალტე უნივერსიტეტის პროფესორი, გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი. არის ,ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგი.

  • კურსის ხანგრძლივობა

კურსი მოიცავს 6 საკონტაქტო საათს. 

 

*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი. 

 

საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge

სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი და პირველადი დახმარება