საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

ივნისი 15, 2023

შეხვედრა თემაზე “რა არის ქრაუდფანდინგი?”

ალტე უნივერსიტეტში სტარტაპ გარაჟ ქრაუდფანდინგ პლატფორმისა და „ორბელიანი მეტის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე “რა არის ქრაუდფანდინგი?”

 

შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებულ ადამიანებს გაეცნოთ ქრაუდფანდინგის ძირითადი პრინციპები, სოციალური პასუხისმგებლობის არსი, და მიეღოთ ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ქრაუდფანდინგ პლატფორმა საკუთარი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად.

 

სტუმრებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა გაეგოთ ორბელიანი საქართველოს და USAID-ის საგრანტო შესაძლებლობების, მიმდინარე და დაგეგმილ კონკურსების შესახებ.