ალტე უნივერსიტეტმა Women in Tech Georgia-თან ერთად შეხვედრების სერია - „შეგიძლია, აღმოაჩინო შენი თავი TECH-ში“ დაიწყო.
პირველი შეხვედრის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტს, Women In Tech Global საქართველოს ჩეფთერის დირექტორი, მარიამ ვოსკანიანი ესტუმრა, რომელმაც სტუდენტებს Women in Tech-ის შესახებ გააცნო ინფორმაცია. მარიამ ისაუბრა იმ საინტერესო შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ორგანიზაცია TECH სფეროთი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს.
პირველი შეხვედრა მონაცემთა ანალიტიკის თემაზე ჩატარდა, რომელსაც თამარ მურაჩაშვილი - Google Women Techmakers-ის ელჩი და EPAM Systems-ის სინიორ ბიზნეს ანალიტიკოსი უძღვებოდა. თამარმა სტუდენტებს გააცნო თავისი პროფესია, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ სჭირდებათ კომპანიებს მონაცემთა ანალიტიკოსი და რატომ გახდა ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია. ამასთან ერთად, მან სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია იმ უნარებისა და საბაზისო ცოდნის შესახებ, რაც ამ სფეროში განვითარებისთვის არის საჭირო.
„შეგიძლია, აღმოაჩინო შენი თავი TECH-ში“ სერია გაგრძელდება და დაგეგმილი შეხვედრები სტუდენტებს დაეხმარებათ უკეთ გაიცნონ TECH სფეროში არსებული კარიერული შესაძლებლობები.


