ალტე უნივერსიტეტში და Women in Tech Georgia-სთან ერთად იწყება შეხვედრების სერია - „შეგიძლია, აღმოაჩინო შენი თავი TECH-ში“!
პირველი სტუმარი თამარ მურაჩაშვილი - Google Women Techmakers-ის ელჩი და EPAM Systems-ის სინიორ ბიზნეს ანალიტიკოსი იქნება.
თამარი მონაწილეებს მოუყვება თავისი კარიერული გზის შესახებ მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით და მისცემს მას ამ სფეროში განვითარებისათვის საჭირო რჩევებს
- ცოდნა & უნარები (SQL, Excel, Power BI, Python);
- მასალები & რესურსები;
- რატომ სჭირდებათ კომპანიებს მონაცემთა ანალიტიკოსები და როგორია მათი სამუშაო დღე;
- მონაცემების გამოყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- პროექტების განხილვა - რა პროდუქტებზე მუშაობდა თავად და რა პრობლემის გადაჭრაში დაეხმარა კომპანიებს თითოეული მათგანი;
- რა უნარებს ეძებენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამსაქმებლები;
- როგორ შეიძლება, გახდე კონკურენტუნარიანი კანდიდატი;
- AI-ს გავლენა მონაცემთა ანალიზზე - რას პროგნოზირებენ.
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია: https://forms.office.com/e/CEvVEHQw6s
დრო: 29 აპრილი | 17:00
ლოკაცია: ალტე უნივერსიტეტის კამპუსი

