Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

საქმიანი წერილობითი კომუნიკაცია

  • ვისთვის არის ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია ნებისმიერ სფეროში მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწარმოებენ წერილობით კომუნიკაციას.

  • კურსის მიმოხილვა

კურსი მიზნად ისახავს მონაწილეებს გამოუმუშაოს ეფექტური, ზუსტი და მკაფიო წერილობითი კომუნიკაციის უნარები სხვადასხვა პროფესიულ კონტექსტში - მათ შორის, მეილინგი, ოფიციალური წერილები და საქმიანი არხის კომუნიკაცია. კურსი ორიენტირებულია თანამედროვე სტანდარტებზე, ტონალობის სწორ შერჩევასა და კორპორატიული კულტურის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

  • ტრენერი

თამარ კანაშვილი - ტრენერ-კონსულტანტი, ასოცირებული პროფესორი, ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მას აქვს 15+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ტრენინგ ინდუსტრიაში, ჩატარებული აქვს 1000-ზე მეტი ტრენინგი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. LinkedIn

  • კურსის ხანგრძლივობა

კურსი მოიცავს 9 საკონტაქტო საათს. 


კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.


საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge

საქმიანი წერილობითი კომუნიკაცია