ალტე უნივერსიტეტს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა“ და “UNDP“-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების პრეზენტაცია გაიმართა. მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა ისაუბრა მედიაციის არსსა და მნიშვნელობაზე.
სამართლის პროგრამის სტუდენტებს სიტყვით მიმართეს სამართლისა და სოციალური მეცნიერებათა სკოლის დეკანმა - ქეთევან ცხადაძემ, “UNDP“-ის პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერმა - ივანე ჩიტაშვილმა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ალტე უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევების მიმართულებით, ნათია ზედგინიძე.
სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. შეხვედრის შემდეგ მათ საჩუქრად გადაეცათ კანონის კომენტარები.


