Flag 0Flag 1
logo

ოქტომბერი 03, 2025

სამეცნიერო ფორუმი - “From Ideas to Impact”

ალტე უნივერსიტეტში სამეცნიერო ფორუმი - “From Ideas to Impact” ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის წარმოჩენასა და კვლევითი კულტურის პოპულარიზაციას.

ფორუმი ოფიციალურად გახსნა ირმა გრძელიძემ - ალტე უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა აკადემიურ საქმეთა და კვლევების მიმართულებით. მან სტუმრებს გააცნო ალტე უნივერსიტეტის კვლევითი პროფილი და ისაუბრა უნივერსიტეტში სამეცნიერო და კვლევითი საქამიანობის განვითარების პერსპექტივაზე.

ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ისაუბრეს ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განიხილეს ეროვნული და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული დაფინანსების შესაძლებლობები და გაიზიარეს წარმატებული კვლევითი პრაქტიკა.

ამას გარდა, სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ ალტე უნივერსიტეტის შიდა კვლევითი გრანტების გამარჯვებულებიც, რომლებმაც საკუთარი პროექტების პრეზენტაციები წარადგინეს 

აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალტე უნივერსიტეტის კვლევითი კულტურისა და პოტენციალის წარმოჩენის, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისებისა და ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის გზაზე.

სამეცნიერო ფორუმი - “From Ideas to Impact”