ალტე უნივერსიტეტმა ELSA Tbilisi-ის ორგანიზებით ჩატარებულ, რიგით მესამე სამართლის კონგრესს უმასპინძლა.
„სამართლის კონგრესი 2025“ სტუდენტებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების კიდევ ერთი შესაძლებლობაა. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედროდნენ წამყვან იურიდიულ ფირმებს, ორგანიზაციებსა და სამართლებრივ ინსტიტუტებს.
ღონისძიებას ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ქეთევან ცხადაძე ესწრებოდა, რომელმაც სტუდენტებს სიტყვით მიმართა და კარიერული განვითარებისთვის საჭირო რჩევები გაუზიარა. ქეთევანმა ასევე ისაუბრა იურისტის პროფესიის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც სამართლის სფეროს უკავშირდება.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ კონგრესში მონაწილე ორგანიზაციების მიმდინარე ვაკანსიებსა და კარიერულ პერსპექტივებს. დამსაქმებლებთან უშუალო კომუნიკაციამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, მარტივად გადაედგათ პირველი ნაბიჯი კარიერული განვითარებისკენ.
