ალტე უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებისთვის Onboarding ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მაგისტრანტებს ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რამაზ კუკულაძე შეხვდა და მათ უნივერსიტეტისა და საინტერესო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა
სტუდენტებს სიტყვით მიმართეს ბიზნესის სკოლისა დეკანმა - დავით კიკვიძემ და სამართლის და სოციალური მეცნიერებათა სკოლის დეკანმა - ქეთევან ცხადაძემ.
შეხვედრის განმავლობაში გაიმართა Q&A სესიაც, რომლის ფარგლებშიც მაგისტრანტებმა მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების, დასაქმების შესაძლებლობებისა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.


