ალტე უნივერსიტეტის კამპუსში ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ვორკშოპები ჩატარდა, რომელსაც პროფესორი და ტრენერი, განათლების ცენტრის “რენომე” დამფუძნებელი, მარი დგებუაძე უძღვებოდა.
შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა იმუშავეს საგამოცდო ტესტის ოთხივე კომპონენტზე: წაკითხულის გააზრება, რაოდენობრივი მსჯელობა, ანალიტიკური წერა და ლოგიკური მსჯელობა.
მარიმ მომავალ მაგისტრანტებს გააცნო საგამოცდო ტესტის სტრუქტურა, წერის ტექნიკები და ის მიგნებები, რაც მათ გამოცდაზე ტესტთან მუშაობაში დაეხმარებათ.