ალტე უნივერსიტეტი საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, სალომე ონიანმა, W3Schools-ის C++ გამოცდაში უმაღლესი — Professional (90–100%) კატეგორიის სერტიფიკატი მოიპოვა.
აღნიშნული მიღწევა, ადასტურებს მის მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციასა და მზადყოფნას, სტუდენტებს გაუზიაროს თანამედროვე, ინდუსტრიის მოთხოვნებზე დაფუძნებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
ალტე უნივერსიტეტი ულოცავს სალომე ონიანს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში შემდგომ განვითარებასა და ახალ მიღწევებს.
