ალტე უნივერსიტეტის 2024–2025 აკადემიური წლის საინფორმაციო ბროშურა წარმოადგენს უნივერსიტეტის საქმიანობის, მიღწევებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების შემაჯამებელ დოკუმენტს. ის მიზნად ისახავს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ბროშურა აერთიანებს განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ინიციატივებს, ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სტუდენტური გამოცდილების გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგებს. დოკუმენტში თავმოყრილია წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და საიხლეები.