19-20 ივნისს ალტე უნივერსიტეტის კვლევების ხელშეწყობისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია 2025 - „ინოვაციები, საზოგადოება და მომავალი” გაიმართება. ინტერდისციპლინარული და მულტიდისციპლინარული ხასიათის კონფერენცია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი კვლევები და ინოვაციური იდეები ფართო (ადგილობრივ და საერთაშორისო) აუდიტორიას გაუზიარონ.
კონფერენციის მთავარი თემაა - „დისციპლინების გაერთიანება: ინოვაცია მედიცინაში, სამართალში, სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნესსა და ტექნოლოგიებში“, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს
- მედიცინა და ჯანდაცვა: ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში/ჯანდაცვაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევები, სამედიცინო ეთიკა.
- სამართალი და სოციალური მეცნიერებები: სამართალი და სამართლის ტექნოლოგიები, ადამიანის უფლებები, ციფრული კონფიდენციალურობა, ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში.
- ბიზნესი და ეკონომიკა: მეწარმეობა, ფინანსური ტექნოლოგიები, გლობალური ბაზრები და ეკონომიკა, ლიდერობა და მართვა.
საინფორმაციო ტექნოლოგიები: კიბერუსაფრთხოება, AI-ის განვითარება, ტექნოლოგიებით მართული ტრანსფორმაცია.
კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი. კონფერენციის დასასრულს, ჟიური თითოეულ პანელში გამოავლენს საპრიზო ადგილებს, გამარჯვებულ სტუდენტებს კი გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და საჩუქრები ალტე უნივერსიტეტისგან
კონფერენციაში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა: https://shorturl.at/6jYjJ
29 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება ონლაინ საორიენტაციო შეხვედრა, სადაც კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი დაინტერესებული მონაწილეებისთვის ღონისძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააზიარებს.
საორიენტაციო შეხვედრაზე სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/pIO9W