ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივ პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე: „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მკვლევრებისთვის, კლინიცისტებისთვის, ინჟინრებისა და პოლიტიკის შემქმნელებისთვის სამედიცინო ინოვაციების სფეროში.
ძირითადი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ
- თარიღი: 2026 წლის 29-30 ოქტომბერი
- ჩატარების ადგილი:
- 29 ოქტომბერი: ალტე უნივერსიტეტი
- 30 ოქტომბერი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- ვის შეუძლია მონაწილეობა: აკადემიურ პერსონალს, სამედიცინო სფეროს პროფესიონალებს, მკვლევრებს, პედაგოგებსა და ინოვატორებს.
კონფერენციის თემატური მიმართულებები
- ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში
- ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში
- ხელოვნური ინტელექტი კლინიკური პრაქტიკის ადმინისტრირებასა და მართვაში
მნიშვნელოვანი თარიღები
- აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 სექტემბერი
- პასუხი აბსტრაქტის მიღების შესახებ: 2026 წლის 30 სექტემბერი
- საბოლოო ნაშრომის წარდგენის ვადა: 2026 წლის 9 ოქტომბერი
- ავტორების რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 ოქტომბერი
კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია ზეპირი მოხსენებით (15-წუთიანი პრეზენტაცია). ყველა მიღებული აბსტრაქტი გამოქვეყნდება კონფერენციის ოფიციალურ კრებულში. მონაწილეობის საფასურის, აბსტრაქტის გაგზავნის ინტრუქციისა და რეგისტრაციის დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.