Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 29, 2022 (14 : 00) - ნოემბერი 29, 2022 (15 : 00)

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „COVID-19-ის პანდემია და ადამიანის უფლებები“

2021 წლის 29 ნოემბერს, ორშაბათს, 14:00 საათზე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის თანაორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „COVID-19-ის პანდემია და ადამიანის უფლებები“.

 კონფერენცია მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ეთიკური და იურიდიული პასუხისმგებლობა, შრომითი ურთიერთობები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვლენ როგორც ქართველი სპეციალისტები, ისე უცხოელი მკვლევრები აშშ-დან, ბრიტანეთიდან, რუსეთიდან და იტალიიდან.

კონფერენცია გაიხსნება მისასალმებელი სიტყვებით, შემდგომ წაკითხული იქნება შვიდი მოხსენება და ღონისძიება დასრულდება დისკუსიით. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური, თანმიმდევრობითი თარგმანის უზრუნველყოფით.
 ღონისძიების მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი.
კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელი იქნება Zoom-ის შემდეგი რეკვიზიტებით: Join Zoom Meeting: https://us06web.zoom.us/j/5068031671 Meeting ID: 506 803 1671

მედიცინა

/
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „COVID-19-ის პანდემია და ადამიანის უფლებები“