ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს Erasmus+ Staff Mobility (STT) კონკურსს ადმინისტრაციული პერსონალისთვის, თურქეთის Ankara Yıldırım Beyazıt University-ში საერთაშორისო მობილობის განხორციელების მიზნით.
მობილობის შესახებ
- მობილობის ტიპი: Erasmus+ Staff Mobility (STT)
- მობილობის ხანგრძლივობა: 4 სამუშაო დღე + 2 მგზავრობის დღე
- განხორციელების პერიოდი: 2026 წლის ივლისი
(შემოთავაზებული თარიღები: 20–24 ივლისი ან 24–30 ივლისი) - ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 (ადმინისტრაციული პერსონალი)
დაფინანსება
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება:
- მგზავრობის ხარჯი (Erasmus Distance Calculator-ის მიხედვით);
- საცხოვრებელი და ყოველდღიური ხარჯები.
საერთო გრანტის ოდენობა: 1 255 ევრო.
გრანტი გაიცემა მობილობის პირველ დღეს.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ინგლისურ ენაზე, PDF ფორმატში, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV);
- მობილობაში მონაწილეობის მოტივაციის მოკლე წერილი;
- შესაბამისი ხელმძღვანელის ან დეპარტამენტის თანხმობა (საჭიროების შემთხვევაში);
- პასპორტის ასლი;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არანაკლებ B2 (CEFR) ან შესაბამისი ალტერნატიული დადასტურება).
დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტაზე: International@alte.edu.ge
Subject: Erasmus+ Staff Mobility (STT)_გვარი_სახელი
საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების შერჩევის შესახებ იღებს მასპინძელი უნივერსიტეტი.
მნიშვნელოვანი თარიღი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 7 ივლისი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
Erasmus+ პროგრამა ეფუძნება ინკლუზიურობის, თანასწორობისა და არადისკრიმინაციის პრინციპებს. პროგრამა უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა სტუდენტისა და პერსონალის წევრისთვის, მათი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად.
შერჩევის პროცესში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია, მათ შორის სქესის, რასის, კანის ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა ნიშნით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:
E-mail: International@alte.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!

