ალტე უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღის ფარგლებში, XI–XII კლასის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ.
ღონისძიების მონაწილე აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გასაუბრებოდნენ სკოლების დეკანებს, უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი ამომწურავი ინფორმაცია.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ ალტე უნივერსიტეტში მოქმედ დაფინანსების მექანიზმებს, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების პერსპექტივებს. ასევე, მათ მიიღეს ინფორმაცია იმ უნიკალური სტუდენტური სერვისების შესახებ, რომლებსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლის პერიოდში სთავაზობს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ვორკშოპები, სადაც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო სფეროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ღონისძიება დასრულდა ვიქტორინით, რომლის გამარჯვებული ფიქრია მეფარიშვილი. გამარჯვებულს გადაეცა ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური.


