ალტე უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, აბიტურიენტებმა მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის, პროგრამებისა და პროფესიების შესახებ; გაიცნეს ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ ალტე უნივერსიტეტში დახვდებათ.
ღონისძიებაზე აბიტურიენტები შეხვდნენ უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, გაეცნენ საბაკალავრო პროგრამებსა და იმ უნიკალურ შესაძლებლობებს, რაც მათ ალტე უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში ელოდებათ.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები დაესწრნენ პროგრამების შესაბამის ვორკშოპებს, შეხვდნენ დარგის ექსპერტებს და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ღია კარის დღეზე მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი - „AI საკლასო ოთახში“, რომლის ფარგლებშიც, მათ გაიღრმავეს ცოდნა ხელოვნური ინტელექტის შესახებ და გაეცნენ მისი ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობებს საგაკვეთილო პროცესში.


