ალტე უნივერსიტეტს “კურსდამთავრებულთან შეხვედრის” სერიის ფარგლებში ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული - მარიამ გოგალაძე ესტუმრა, რომელიც იურიდიული კონსალტინგური კომპანიის - Orson Co-ს მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელია.
მარიამმა ჩაატარა შეხვედრა თემაზე - „როგორ ვიპოვოთ ჩვენი პროფესიული გზა და როგორ შევქმნათ კონტაქტების წრე“
შეხვედრის ფარგლებში მან ისაუბრა კარიერული განვითარების გზებზე, კონტაქტების წრის მნიშვნელობაზე, პროფესიულ ურთიერთობებსა და კარიერული განვითარებისთვის საჭირო ციფრულ პლატფორმებზე. მარიამმა სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და საჭირო პროფესიული რჩევები.

