Flag 0Flag 1
logo

აპრილი 10, 2025

როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად გუნდთან ერთად - თამარ კანაშვილი

ალტე უნივერსიტეტმა გლობალური უნარების განმავითარებელი ვორკშოპების სერიის ფარგლებში ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ბიზნეს კონსულტანტსა და ასოცირებულ პროფესორს - თამარ კანაშვილს უმასპინძლა. 

 

თამარმა სტუდენტებისათვის ჩაატარა ვორკშოპი თემაზე - „როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად გუნდთან ერთად". შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეესწავლათ გუნდის წევრებთან ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობების დამყარების გზები, არავერბალური კომუნიკაციისა და წარმატებული ნეთვორქინგის პრინციპები. 

 

ვორკშოპის განმავლობაში სტუდენტებმა პრაქტიკული აქტივობების დახმარებით იმუშავეს გუნდთან ერთად მუშაობის უნარების გაუმჯობესებაზე. თამარმა სტუდენტებს გაუზიარა საჯარო გამოსვლის ტექნიკები, რაც მათ სამომავლოდ დაეხმარება გუნდის წევრებთან საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირებაში. 

 

ვორკშოპის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი 

როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად გუნდთან ერთად - თამარ კანაშვილიროგორ ვიმუშაოთ ეფექტურად გუნდთან ერთად - თამარ კანაშვილი