Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

როგორ ხდება საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვა ალტე უნივერსიტეტში?

ნაბიჯი 1: მოამზადეთ საჭირო დოკუმენტები

 

აპლიკაციის განხილვის პროცესის დასაწყებად აუცილებელია 250 აშშ დოლარის ოდენობის არდაბრუნებადი აპლიკაციის საფასურის გადახდა (გადახდის ინსტრუქციები იხილეთ შესაბამის ბმულზე) და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

 

  • მოქმედი პასპორტის ასლი;
  • ბოლო დროინდელი ფოტო (3x4 ფორმატი);
  • საშუალო განათლების ატესტატი (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე ან უფრო მაღალი, არსებობის შემთხვევაში);
  • სრულად შევსებული აპლიკაციის ფორმა.

 

ნაბიჯი 2: დოკუმენტების გაგზავნა

 

ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ფორმატში, ხარისხიანად დასკანერებული, მკაფიო და სრულად წაკითხვადი.

გთხოვთ, დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: applications@alte.edu.ge

 

გთხოვთ, ელფოსტას დაურთოთ:

  • შევსებული აპლიკაციის ფორმა;
  • აპლიკაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

აპლიკაციის განხილვის პროცესი:

 

  1. ყველა საჭირო დოკუმენტის მიღების შემდეგ, აპლიკანტი მიწვეული იქნება მოკლე ონლაინ ინტერვიუზე.
  2. თუ აპლიკანტს არ აქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ინტერვიუს შემდეგ გაეგზავნება ინგლისური ენის შიდა ტესტის ბმული.
  3. მოთხოვნების წარმატებით დაკმაყოფილების შემთხვევაში აპლიკანტი მიიღებს პირობითი ჩარიცხვის წერილს (Conditional Acceptance Letter) და სწავლის საფასურის ინვოისს.
  4. სწავლის საფასურის გადახდის პროცესის დაწყების შემდეგ, უნივერსიტეტი აპლიკაციას გადააგზავნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შემდგომი განხილვისთვის.
  5. საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც წესი, ხელმისაწვდომია 2-3 კვირის განმავლობაში.
  6. ჩარიცხვის დადასტურების შემდეგ სტუდენტი მიიღებს მოწვევის წერილს (Invitation Letter), რომელიც გაიცემა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

 

რელოკაციის სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ ბმული.