ალტე უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობებია:
საერთო სამაგისტრო გამოცდა, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში და გამოცდა სპეციალობაში.
მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან არანაკლებ სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს გადალახული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენაში (B2 დონე) და გასაუბრებას.
უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც ფლობს ინგლისური ენის B2 დონეზე დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS, CAMBRIDGE - ის და/ ან საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ სერთიფიკატს. ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის სრული კურსი.
დამატებითი ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების შესახებ, იხილეთ ბმულზე.