Flag 0Flag 1
logo

როგორ ხდება მიღება საბაკალავრო პროგრამაზე?

ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად. აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით გაივლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს, აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში მიმართავს ალტე უნივერსიტეტს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე ადგილზე ან ავსებს ელექტრონულად განაცხადს უნივერსიტეტის ვებგვერდიდან და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს: 
 

  • განცხადება 
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი 
  • საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი) ან პროფესიული განათლების დიპლომი (დედანი) 
  • ფერადი ფოტო-სურათი 2 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე 
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის) არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის პირადობის მოწმობა ან მეურვის პირადობის მოწმობა. 
  • აბიტურიენტებმა, ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში. დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ჩარიცხვის ბრძანება უქმდება შესაბამისი აბიტურიენტის ჩარიცხვის ნაწილში. 
     

აბიტურიენტი, რომელიც რეგისტრაციის ვადებში არ მიმართავს უნივერსიტეტს და შესაბამისად ვერ მოხვდება რექტორის ბრძანებაში, უფლებამოსილია, ჩარიცხვის შესახებ განცხადება წარმოადგინოს პრეზიდენტის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. 
გაითვალისწინეთ: ამ გზით აბიტურიენტის ჩარიცხვა გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.