27 იანვარს, ყვარლის ევრო-ატლანტიკურ ცენტრში, ალტე უნივერსიტეტის აბიტურიენტების კლუბისა და ყვარლის ევროკლუბის ინიციატივით, ჩატარდა პირველი გასვლითი შეხვედრა თემაზე ,,როგორ დავგეგმოთ კარიერა და ავირჩიოთ პროფესია?'' რომელსაც უძღვებოდა გიორგი ექსეულიძე - სპეციალური პროექტების მენეჯერი გაეროს ასოციაციაში.
შეხვედრაზე განხილული იყო ის ძირითადი ასპექტები და გარემოებები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციონ აბიტურიენტებმა პროფესიის არჩევის დროს. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიეღოთ რეკომენდაციები.
