აბიტურიენტებისთვის არაფერია პროფესიის არჩევასა და კარიერის დაგეგმვაზე უფრო აქტუალური, ამიტომაც ამ თემაზე შეხვედრას აბიტურიენტების კლუბი და ალტე უნივერსიტეტის მეგობარი ყვარლის ევრო-ატლანტიკურ ცენტრი უმასპინძლებს.
ეს პირველი გასვლითი შეხვედრაა აბიტურიენტების კლუბის პირველ ადგილობრივ ცენტრში, ყვარლის ევროკლუბის მხარდაჭერით.
შეხვედრის თემა: როგორ დავგეგმოთ კარიერა და ავირჩიოთ პროფესია?!
ტრენერი: გიორგი ექსეულიძე - სპეციალური პროექტების მენეჯერი გაეროს ასოციაციაში.
27 იანვარი, 14:00 საათი.
ევრო-ატლანტიკური ცენტრი ყვარელში (სააკაძის 2).
გაიარე რეგისტრაცია: https://forms.office.com/e/8wJvszrsKT

