Flag 0Flag 1
logo

როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი და შინაგანი მოტივაცია წარმატებისთვის

ალტე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, სოფიკო ცერცვაძემ, ჩაატარა შეხვედრა თემაზე: როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი და შინაგანი მოტივაცია წარმატებისთვის.

 

სოფიკო “ფინბიუროსა“ და „ქართული ღვინოს“ მთავარი იურისტია. იგი, ასევე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტია და ჩართულია სხვადასხვა პროექტებში მედიატორისა და ტრენერის როლში.

 

სოფიკო სტუდენტებს თავისი კარიერული გზის შესახებ ესაუბრა. მოუყვა მათ იმ გამოწვევების, მარცხისა და მეთოდების შესახებ, რომლებიც საკუთარ თავზე გამოსცადა და დაეხმარა წარმატების მიღწევაში. მან რჩევები და მოტივაცია მისცა სტუდენტებს და წარმატებები უსურვა მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე.

როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი და შინაგანი მოტივაცია წარმატებისთვის