Flag 0Flag 1
logo

იანვარი 10, 2024

RECRUITMENT DRIVE

2024 წლის იანვარში ალტეს სტუდენტურმა კვლევითმა გაერთიანებამ აღიარა გუნდის გაფართოების უდიდესი მნიშვნელობა და დაიწყო ახალი კადრების შერჩევა, რათა უზრუნველყო სხვადასხვა ოპერაციების უფრო ეფექტურად შესრულება.


იმისათვის, რომ შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულება ხარისხის შენარჩუნებისადმი ჩავატარეთ მკაცრი რეკრუტირების პროცესი, რომელიც ინტერვიუების ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი კანდიდატების ზოგად შეფასებას ითვალისწინებდა, ხოლო მეორე ეტაპი დაკავშირებული იყო უფრო კონკრეტულ ასპექტებთან, რომელიც ორგანიზაციაში მათ შესაბამის როლებთან იყო დაკავშირებული. ეს ზედმიწევნითი მიდგომა მიზნად ისახავდა იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომლებიც ფლობდნენ არა მხოლოდ საჭირო უნარებსა და კვალიფიკაციას, არამედ ავლენდნენ ღრმა ენთუზიაზმს ჩვენი მისიისადმი.


რეკრუტირების გზით, ჩვენ წარმატებით შევარჩიეთ კადრები, რომლებმაც მთავარი პოზიციები, სხვადასხვა გუნდში დაიკავეს. ადმინისტრაციას რუშიკეშ რაჯეშ პატილი, ღონისძიებების განყოფილებას კი დებლენა ჩანდი უძღვება. მარკეტინგსა და PR-ს იაშ დაგე, ხოლო კვლევებს აბჰიშეკ სინგჰი უდგას სათავეში.


16 ნიჭიერი წევრის დამატებით, გავაძლიერეთ ჩვენი გუნდი და გავაფართოვეთ ჩვენი შესაძლებლობები. მზად ვართ შევეჭიდოთ ახალ გამოწვევებს და შევასრულოთ ჩვენი სრულყოფილებისადმი სწრაფვის მისია.