კონფერენცია მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) როლისა და მნიშვნელობის გააზრებას თანამედროვე საზოგადოების განვითარების კონტექსტში. ღონისძიება ქმნის აკადემიურ პლატფორმას სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად, ინტერდისციპლინური დიალოგის ხელშეწყობისა და ინოვაციური კვლევითი მიდგომების განვითარებისათვის.
