- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია მაღალი და საშუალო რგოლის ლიდერებისთვის, რომლებიც მართვავენ გუნდს, უნდათ პიროვნული ზრდა, ურთიერთობების და ლიდერობის უნარების გაუმჯობესება.
- კურსის მიმოხილვა
კურსის მიზანია მაღალი და საშუალო რგოლის ლიდერების პიროვნული ზრდის ხელშეწყობა. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ დაეხმარებათ გააძლიერონ და მეტად გააჯანსაღონ ურთიერთობები, როგორც ორგანიზაციულ კონტექსტში, ასევე, პირად ურთიერთობებში. კურსის პირველი ნაწილი დაეთმობა საკუთარ თავზე დაკვირვებას, დამაბრკოლებელ რწმენა - წარმოდგენებზე ფოკუსირებას და მათი ახლით ჩანაცვლებას. შემდგომ ნაწილში აქცენტი გაკეთდება “ლიდერი-გარემოს” პერსპექტივაზე, სადაც შეიქმნება ვორქშოფის პირველ ნაწილში მიღებული ცოდნის და გაცნობიერებების პრაქტიკაში მოყვანის შესაძლებლობა.
შესაბამისი სავარჯიშოებისა და ექსპერიმენტების საშუალებით ლიდერები საკუთარ თავს დააკვირდებიან სამ სხვადასხვა ჭრილში:
1. მე, ლიდერი - საკუთარ გუნდთან;
2. მე, ლიდერი - ჩემს ზემდგომ რგოლთან;
3. მე, ლიდერი - ჩემს კოლეგებთან, ჰორიზონტალურ, ე.წ ქროსფუნქციურ გუნდებთან მიმართებით.
- ტრენერი
ეკა ფუტკარაძე - ორგანიზაციული ფსიქოლოგი, ბიზნეს ტრენერი და ქოუჩი, ადამიანებისა და კულტურის მიმართულების კონსულტანტი, ლიდერობის გაძლიერების პრაქტიკოსი. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 16 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge
