საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

ქეთევან ცხადაძე

სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი

ქეთევან ცხადაძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს საქართველოში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, გერმანიაში ბრემენის უნივერსიტეტში და შვეიცარიაში ფრიბურგის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

ქეთევანს გავლილი აქვს პრაქტიკა გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესს სასამართლოში, ასევე სამეცნიერო სტაჟირება ზაარლანდის უნივერსიტეტსა და მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლის ინსტიტუტში. მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო სტრუქტრულ ერთეულებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში, იურისტად. 2006-2016 წლებში ქეთევან ცხადაძე იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი. 2017 წლიდან არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი. 2019-2020 წლებში იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი.

2005 წლიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული აკადემიურ საქმიანობაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. იგი ოცამდე სამეცნიერო სტატიის და კვლევის ავტორია. მისი კვლევის სფეროებია: ადმინისტრაციული სამართალი, შედარებითი ადმინისტრაციული სამართალი, კონსტიტუციური სამართალი.