12, 13 და 16 თებერვალს, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებთ, ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის სამ დღიანი ვორქშოფების სერია აბიტურიენტებისათვის, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ქუთათელაძე გაუძღვა.
ვორქშოფის ფარგლებში აბიტურიენტები გაეცნენ ზოგადად გამოცდის სტრუქტურას და განიხილეს ყველა საკითხთან დაკავშირებული ნიმუშები. მათ თავადაც გააკეთეს სხვადასხვა სავარჯიშოები და დაწერეს თემები, რის შემდეგაც მიიღეს უკუკავშირი და რეკომენდაციები გასაუმჯობესებელ საკითხებთან დაკავშირებით.
