Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

მარტი 31, 2026

„პროფესიების რეგიონული ტურნე” - ზუგდიდი

ალტე უნივერსიტეტის პროექტი „პროფესიების რეგიონული ტურნე” გრძელდება - ამჯერად პროფესიების ფორუმი სამეგრელოში, ზუგდიდში ჩატარდა.
 

ღონისძიება ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა, რომელსაც XI-XII კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
 

ფორუმის ფარგლებში აბიტურიენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და იმ საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც მათ ალტე უნივერსიტეტი სთავაზობს. მოსწავლეები შეხვდნენ ალტე უნივერსიტეტის სკოლების დეკანებსა და პროგრამების ხელმძღვანელებს, რომლებმაც აბიტურიენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება და კარიერული განვითარებისთვის საჭირო რჩევები გაუზიარეს. 
 

მოსწავლეებისთვის HR აუთსორსული კომპანიის „ფიფლია” დამფუძნებელმა, მარიამ დემურაშვილმა ვორკშოპი - „როგორ დავსაქმდე ჩემი ოცნების სამსახურში“ ჩაატარა. მარიამმა აბიტურიენტებს პირველი პროფესიული ნაბიჯების გადასადგმელად საჭირო რჩევები გაუზიარა. 
 

ღონისძიების დასასრულს გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებმა - დავით ჭეჟიამ და ნინი სიხარულიამ - ალტე უნივერსიტეტისა და BUCKSWOOD-ის სკოლის ერთობლივი პროექტის, კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური მოიპოვეს.
 

შეგახსენებთ, რომ „პროფესიების რეგიონული ტურნეს” ფარგლებში შემდეგი შეხვედრა ქალაქ ქუთაისში, 24 აპრილს გაიმართება.
 

თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.  

„პროფესიების რეგიონული ტურნე” - ზუგდიდი„პროფესიების რეგიონული ტურნე” - ზუგდიდი