ალტე უნივერსიტეტის „პროფესიების რეგიონული ტურნეს“ ფარგლებში, პირველი პროფესიების ფორუმი თელავში წარმატებით გაიმართა.
თელავის ტექნოპარკში ჩატარებულ ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ XI–XII კლასების მოსწავლეები, რომლებმაც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ თანამედროვე და მოთხოვნად პროფესიებს, ასევე შეხვედროდნენ უნივერსიტეტის დეკანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება და პროფესიული რეკომენდაციები გაუზიარეს.
ფორუმი დასრულდა HR აუთსორსინგული კომპანია „ფიფლიას“ დამფუძნებლის, მარიამ დემურაშვილის ვორკშოპით — „როგორ დავსაქმდე ჩემი ოცნების სამსახურში“, რომლის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა პროფესიული განვითარების პირველ ეტაპებზე.
პროფესიების ფორუმის თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
„პროფესიების რეგიონული ტურნე“ გრძელდება და შემდეგი შეხვედრა 31 მარტს, ზუგდიდში გაიმართება.


