Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

მარტი 17, 2026

„პროფესიების რეგიონული ტურნე” სამეგრელოში

ალტე უნივერსიტეტი XI-XII კლასის მოსწავლებს იწვევს პროფესიების ფორუმზე, რომელიც ამჯერად ზუგდიდში გაიმართება.

 

ფორუმის ფარგლებში მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიებს. შეხვდებიან სკოლების დეკანებს, რომლებიც ალტე უნივერსიტეტის პროგრამებსა და საერთაშორისო შესაძლებლობებს გაგაცნობენ. დარგის წამყვანი სპეციალისტები კი მათ მიაწვდიან ინფორმაციას მათთვის სასურველ სფეროზე და მომავალი კარიერისთვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებენ.

 

 „პროფესიების ფორუმის“ ფარგლებში, ორ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, მოიპოვოს ალტე უნივერსიტეტისა და BUCKSWOOD-ის სკოლის ერთობლივი პროექტის - კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური!  

 

პროექტში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი.

 

მონაწილეობისთვის აუცილებელია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

დასწრება თავისუფალია!

 

  • 31 მარტი, 13:00 სთ
  • ზუგდიდის ტექნოპარკი
„პროფესიების რეგიონული ტურნე” სამეგრელოში