ალტე უნივერსიტეტის „პროფესიების რეგიონული ტურნე“ გრძელდება! თელავისა და ზუგდიდის შემდეგ, პროფესიების ფორუმი, ამჯერად ქუთაისში ჩატარდება.
ფორუმი XI-XII კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები ახლოს გაეცნობიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და შეხვდებიან სკოლების დეკანებს, რომლებიც მათ მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას ალტე უნივერსიტეტის პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ. აბიტურიენტები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს მომავალი კარიერისთვის და გაიგებენ ყველაფერს იმ საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც ალტე უნივერსიტეტში ელოდებათ.
„პროფესიების ფორუმის“ ფარგლებში ორ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, მოიპოვოს ალტე უნივერსიტეტისა და BUCKSWOOD-ის სკოლის ერთობლივი პროექტის - კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური!
პროექტში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი.
მონაწილეობისთვის აუცილებელია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
დასწრება თავისუფალია!
- ქუთაისი
- 24 აპრილი, 13:00 სთ
