ალტე უნივერსიტეტი იწყებს „პროფესიების რეგიონულ ტურნეს“, რომლის ფარგლებშიც X–XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიას და აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები.
პირველი შეხვედრა 3 დეკემბერს, ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართება.
პროფესიების ფორუმის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
- მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო პროფესიებისა და კარიერული მიმართულებების შესახებ;
- შეხვდნენ ალტე უნივერსიტეტის დეკანებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
- გაეცნონ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს;
- მიიღონ ინფორმაცია სწავლის დაფინანსებისა და საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ ალტე უნივერსიტეტში;
დაესწრონ პროფესიული ორიენტაციის ვორკშოპს და მიიღონ პრაქტიკული რჩევები კარიერის დასაგეგმად.
გარდა ამისა, ფორუმის დასასრულს მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიპოვონ ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური საერთაშორისო კარიერული განვითარების ბანაკის საგზურიც.
პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო სერტიფიკატი.
მონაწილეობა უფასოა! დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: რეგისტრაციის ფორმა
- თარიღი: 3 დეკემბერი, 13:00 საათი
- ადგილმდებარეობა: ზუგდიდის ტექნოპარკი
