მაისი 8, 2025
პრობლემის კრეატიულად გადაჭრის გზები - საერთაშორისო სტუდენტებისთვის
გლობალური უნარების განმავითარებელი ვორკშოპების სერიის ფარგლებში საერთაშორისო სტუდენტებისთვის ჩატარდა ვორკშოპი თემაზე “პრობლემის კრეატიულად გადაჭრის გზები”.
ვორკშოპს უძღვებოდა ბიზნეს ტრენერი და L&D კონსულტანტი, მარიკა ნებიერიძე, რომელმაც სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული ტექნიკებიც გაუზიარა და დაეხმარა მათ პრობლემების გადაჭრის უნარის გაუმჯობესებაში. სესიის მანძილზე სტუდენტებმა გაიცნეს კრეატიული ფიქრისა და აზროვნების ტექნიკები და გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიები. ვორკშოპის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.



