Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

ნოემბერი 12, 2024 (11 : 00)

პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ტექნიკები

ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ კომპანიის ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგ-კურსი: „პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ტექნიკები”

 

კურსის ძირითადი ამოცანა იყო ვორკშოპის მონაწილეებისთვის პრობლემის გადაჭრის 6 ნაბიჯიანი მეთოდის გაცნობა და თითოული ნაბიჯისთვის კონკრეტული ინსტრუმენტების, სიმულაციური დავალებების მეშვეობით, გამოყენების შესაძლებლობის მიცემა. ტრენინგი აგებული იყო „learning by doing” მეთოდზე, რომელიც მოიცავს: კონკრეტული ინსტრუმენტების, სიმულაციური დავალებების მეშვეობით, ტრენინგის მსვლელობისთანავე გამოყენებას (Concrete experience- doing, having an experience); შეცდომებისა და მიგნებების გაანალიზებას მონაწილეების მხრიდან (Reflective observation- reviewing /reflecting on the experience); ინსტრუმენტის თეორიული საფუძვლების გაცნობას (Abstract conceptualization-concluding/learning from the experience.

 

კურსს უძღვებოდა მარიკა ნებიერიძე - ბიზნეს ტრენერი, რომელიც ამავდროულად, ალტე უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი და HR კონსულტანტია.

 

კურსი ორ ნაკადად ჩატარდა. მისი ხანგრძლივობა კი 10 საკონტაქტო საათს შეადგენდა.

 

კურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ტექნიკებიპრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ტექნიკები