ალტე უნივერსიტეტში საორიენტაციო დღეების ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სამართლისა და სოციალურ მეცნერებათა და მედიცინის საერთაშორისო სკოლის პირველკურსელებს ვუმასპინძლეთ.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ალტე უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ სერვისებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მათ სწავლის პერიოდში აქ ელოდებათ.
საორიენტაციო შეხვედრაზე სტუდენტებს სიტყვით მიმართეს ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, დეკანებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა და წარმატებები უსურვეს მათ აკადემიური ცხოვრების ახალ ეტაპზე.

